ღარიბაშვილი გამოჩნდა - პრემიერის განცხადება უკრაინაზე 5 საათიანი დუმილის შემდეგ

24.02.22 12:25
ღარიბაშვილი გამოჩნდა - პრემიერის განცხადება უკრაინაზე 5 საათიანი დუმილის შემდეგ

რამდენიმე საათიანი დუმილის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაჯლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა: 

მთავრობის მეთაური მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა

ვდგევართ უკრაინის გვერდით. სამხედრო თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე დაუშვებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა შეჩერდეს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის უხეში დარღვევა და აღიკვეთოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია", - წერს ღარიბაშვილი.

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოვლენებთან დაკავშირებით, პირველი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ "ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით".