დაპატიჟებები უადგილოა - ხუნდაძე სააკაშვილის მონახულებაზე
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ექიმი, დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის მონახულებას არ აპირებს და ამბობს, რომ დაპატიჟებები უადგილოა. ხუნდაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას თავად უქმნის პრობლემებს.
დაპატიჟებები პოლიტიკური დაპატიჟები, რომელსაც აქვს ელფერი ვფიქრობ, რომ არის უადგილო. თუ გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ ჩემ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, როცა არ ითვალისწინებს პირადი ექიმების რეკომენდაციებს. თვითონ სააკაშვილი არის ხელისშემშლელი საკუთარი ჯანმრთელობის სწორად წარმართვის", - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის ექიმმა დეპუტატებმა სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე უარი განაცხადეს. დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ ის შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.