"გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი" - რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება

06.05.22 13:12
"გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი" - რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება

რუსთავის მე-12 დაწესებულებათან აქცია გაიმართება. "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან პარტიის ლიდერები და წევრბეი შეიკრიბებიან და რუსთავის ციხისკენ გაემართებიან. აქცია ზუსტად 15:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ. აქციაზე პარტიის სამოქმედო გეგმა და აქციების განრიგი გაჟღერდება

მთავარი ხაზი ეხლა აქტიურობის არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა., მისი გადაყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ. ამისთვის საჭიროა გარე და შიდა წნეხი. მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა, პარტიების აქტიურობა და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საპროტესტო აქციები", - ამბობს აკო მინაშვილი. 

დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ბათუმშიც გაიმართება.