ვისაც აქვს პირადი ინტერესები, ირჩევს სხვა გზას - ანრი ოხანაშვილი გახარიას ახალ გუნდზე

14.04.21 17:10
ვისაც აქვს პირადი ინტერესები, ირჩევს სხვა გზას - ანრი ოხანაშვილი გახარიას ახალ გუნდზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ამბობს, რომ ვისთვისაც "ქართული ოცნების" ღირებულებები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის ადამიანები "ოცნებას" ტოვებენ. 

ჩვენი მთავარი ინტერესია, დავიცვათ ერთმანეთი ყველგან და ყველაფერში მაშინ, როცა ვართ მართლები და გვაქვს ის ღირებულებები, რომელიც გავერთიანებს. აქედან გამომდინარე, რა არის გასაკვირი? ეს არის გუნდური თამაშის წესი, ვინც იცავს გუნდურ ერთგულებას, პოლიტიკურ სიმტკიცეს და ,,ქართული ოცნების" ღირებულებებს, ისინი არიან "ქართულ ოცნებაში", ვისთვისაც ეს არ არის უპირატესი და აქვს სხვა პირადი სუბიექტური ინტერესები, ისინი ირჩევენ სხვა გზას, - ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა . "ოცნების" რიგების დატოვებას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ გადაწყვეტილებას სირცხვილი უწოდა

მსგავსი სიახლეები