"ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული" - სარჯველაძე პრაისის უმწვავეს განცხადებაზე
ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ შესაძლოა "პრაისი არ არის კარგად ინფორმირებული".
"ოცნების" დეპუტატის მტკიცებით, "ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს".
ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული, ამ შემთხვევაში ან მის კომუნიკაციას აქვს ადგილი კვლავ, იმიტომ რომ მე არ მგონია, ამ შემთხვევაში, რომ ხელისუფლების მხრიდან ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ელჩზე თავდასხმას. გამოვიდა მოსამართლე და თქვა ის, რაც თქვა. ამ თემაზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა. კითხვები გაუჩნდათ პოლიტიკოსებსაც. გუშინ ჯერ კიდევ ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება ამ მიმართულებით ღრუბლები გაიფანტოს. მე არ მაქვს განცდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს ხელისუფლების ბოლდროინდელ ანტიევროპულ რიტორიკასა და კელი დეგნანზე ფორსირებულ შეტევას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უპრეცენდენტოდ მწვავე შეფასება მოყვა.
ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ღიად საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირის ბოლოდროინდელი რიტორიკა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ხელს უშლის.
ამასთან, პრაისმა ღიად თქვა, რომ ელჩი დეგნანი და მისი გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტის სრული მხარდაჭერით სარგებლობენ.