ნედ პრაისის განცხადებაში მთავარი ხაზი საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობაა - რა გაიგეს "ოცნებაში"

21.07.22 13:10
ნედ პრაისის განცხადებაში მთავარი ხაზი საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობაა - რა გაიგეს "ოცნებაში"

"ქართული ოცნების" დეპუტატი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადების იმ ნაწილზე არ ამახვილებს ყურადღებას, სადაც მაღალჩინოსნის მხრიდან "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ელჩის, კელი დეგნანის მიმართ განხორციელებული პერსონალური თავდასხმებია დაგმობილი. 

მისი თქმით, ნედ პრაისის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მიმართვის ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. 

ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაღალი თანამდებობის პირის, როგორიცაა ნედ პრაისის განცხადებების თავისუფალი და განვრცობილი ინტერპრეტაციები არ მოხდეს. ამან მხოლოდ შეიძლება დააზიანოს პროცესები.

ნებისმიერი ბუნდოვანება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამერიკა- საქართველოს ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვაზე პასუხი უნდა იქნას გაცემული."- განაცხადა დეპუტატმა. 

 თამარ ტალიაშვილს არაფერი უთქვამს სახელმწიფო დეპარტამენტის იმ გზავნილზე, სადაც პირდაპირ არის საუბარი, რომ "საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს ხელი შეუშალოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში"