"ოცნება" ნედ პრაისის წინააღმდეგ - ქადაგიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილს რეალობიდან შეუსაბამოს უწოდებს
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისს განცხადებას „რეალობიდან აცდენილს" უწოდებს:
განცხადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირები, მათი რიტორიკა ხელს უწყობს, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისკენ აცდენას, მიმაჩნია და ღიად ვამბობ, რომ არ შეესაბამება რეალობას"- თქვა დეპუტატმა.
საქართველოს ხელისუფლების ბოლდროინდელ ანტიევროპულ რიტორიკასა და კელი დეგნანზე ფორსირებულ შეტევას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უპრეცენდენტოდ მწვავე შეფასება მოყვა.
ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ღიად საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირის ბოლოდროინდელი რიტორიკა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ხელს უშლის.
ამასთან, პრაისმა ღიად თქვა, რომ ელჩი დეგნანი და მისი გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტის სრული მხარდაჭერით სარგებლობენ.