"ენას ძვალი არ აქვს..." - "ოცნების" წევრებს არ სჯერათ, რომ მათაც უსმენენ
სისტემის მხილებათა სერიას „ქართული ოცნება“ ისევ თავის მართლებით ხვდება. სახელისუფლებო გუნდში ირწმუნებიან, რომ არ აქვთ განცდა რომ უსმენენ.
„ოცნების“ ბიზნესმენი დეპუტატი ლევან წაქაძე ამბობს, რომ მისი მოსმენა არავის სჭირდება და რასაც „პარტიიდან“ წასულები იტყვიან ყველაფერი დასაჯერებელი არ არის.
არ მაქვს განცდა რომ მისმენენ და არც მისმენენ, მაგრამ თუ უნდათ მომისმინონ. არავითარი მიზეზი არ არის, რომ მომისმინონ. რაში სჭირდებათ ახლა ჩემი მოსმენა. ბევრი ადამიანი, რომელიც გაიქცევა აქედან, ენას ძვალი არ აქვს და რასაც უნდა იმას საუბრობს“. - ამბობს წაქაძე.
რაც შეეხება მიხეილ სარჯველაძეს, მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ის რამეში ეჭვმიტანილი არ არის, რომ მოუსმინონ.
ოცნების“ წევრი აღნიშნავს, რომ ერთადერთი, ვინც შეიძლება მას უსმენდეს, ეს „ეფესბეა“.
არ მაქვს ასეთი განცდა, რადგან არ მგონია, რომ ვინმესთვის მოვიაზრებოდი რამეში ეჭვმიტანილად. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ რაიმე სისხლის სამართლებრივი საქმე შეიძლება არსებობდეს, რომლის გამოც შეიძლება ჩემს მიმართ ინტერესი არსებობდეს. ტექნიკურად არ მგონია და მაგალითად, „ეფესბე“ შეიძლება უსმენდეს ჩემს საუბრებს“. - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
სისტემას, ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ მაღლაჩინოსანი, გიორგი იმერლიშვილი ამხელს, რომელმაც "პირველებს" უთხრა, რომ ხელისუფლება თავისი გუნდის წევრებს უსმენს.