დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - ომბუდსმენი ,,ტვ პირველზე" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

26.09.22 14:32
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - ომბუდსმენი ,,ტვ პირველზე" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით  გამოძიების დაწყებას  ითხოვს

სახალხო დამცველი ,,ტვ პირველის" ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახლში გაშვების საიდუმლო ოპერაციაზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.  

ჟურნალისტების მოპოვებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს - მიაჩნიათ სახალხო დამცველის აპარატში.
 

გამოცდებისა და ტესტების სკანდალი იყო. შესაძლებელია, ამ თემით შანტაჟსაც ჰქონოდა ადგილი. სასამართლო სისტემაში არსებობს ძალიან გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. კლანი, რომელიც ნებისმიერი მეთოდით თავიდან იცილებს მისთვის არასასურველ, მიუღებელ ან არასაკმარისად ლოიალურ მოსამართლეებს. 

როგორც გამოცდებისა და ტესტების საკითხი, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ შანტაჟი - ეს საკითხები უნდა გახდეს და უნდა იყოს გამოძიების საგანი.

როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია ტესტების საკითხზე და როგორც ჩანს, ეს მასალები ინახება საჭირო დროისთვის - აცხადებს ნინო ლომჯარია.

როგორ მოუწყვეს ბიძინა ივანიშვილამა და სასამართლოში არსებულმა კლანმა შანტაჟი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და როგორ გაუშვეს ის თანამდებობიდან - ამის შესახებ ,,ტვ პირველის" ეთერში, ,,ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში ჟურნალისტური გამოძიება გავიდა.

მსგავსი სიახლეები