შევხვდი, ვესაუბრე, დაზიანებები ჰქონდა - გომალაური გრიგოლ ნარსიასთან კომუნიკაციას ადასტურებს
შინაგან საქმეთა მინისტრი "შაბათის ეთერში" გასულ ინფორმაციას ადასტურებს. ვახტანგ გომალაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავების შემდეგ პირადად მოინახულა. გომალაურმა თქვა ისიც, რომ გრიგოლ ნარსიას სახეზე დაზიანებები ჰქონდა.
მინისტრის მტკიცებით, დაკავების დროს სამართალდამცავებმა ნარსია ძირს დააწვინეს, რა დროსაც შეიძლებოდა დაზიანებები მიეღო.
რომ ავედი დეპარტამენტში, დაზიანებები ჰქონდა სახეზე, მე შევედი ვესაუბრე, რა თქმა უნდა, რაზე ვესაუბრე, მაგას არ ვიტყვი ახლა, არ მოვყვები, დაკავების დროს მიღებული ჰქონდა დაზიანებები. თუ ის ადამიანი ჩივის, რომ მერე ცემეს, ან სადმე სცემეს, ან ზეწოლა იყო, მაგაზე იჩივლებს და საჩივარს შეიტანს და სხვა სამსახურები არის, სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა და გამოიძიებენ, თუ ზედმეტად სცემეს, გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა", - თქვა გომელაურმა.