საფრთხეს ვერ ვხედავთ - თავდაცვის მინისტრი საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი მოქალაქეების შემოდინებაზე
არის თუ არა დაცული ქვეყნის უსაფრთხოება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოდინების ფონზე? - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ზემო ლარსის" პუნქტთან რუსების ჯავშანტრანსპორტიორისა და სამხედრო ვერტმფრენის გამოჩენაში პრობლემას ვერ ხედავს. ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ ეს რუსეთის შიდა საკითხია და აგრესიის შემცველი საფრთხე არ არსებობს.
აქამდეც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გვქონდა მკაცრი კონტროლი, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა მიზნით და ასე შემდეგ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე.
თეორიული რისკები, რომ ინდივიდუალურ დონეზე რომელიმე რუსეთის მოქალაქე შეიცავდეს საფრთხეს, ეს მანამდეც არსებობდა - განაცხადა დღეს თავდაცვის მინისტრმა.
დღეს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა არც ქვეყნის პრემიერ მინისტრს. ის ჟურნალისტების კითხვებს გაექცა. ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვას გამორიცხავს და ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენი თანამოქალაქეები მოდიან და მათ საქართველოს ნახვის ინტერესი აქვთ.