დუმილი პრეზიდენტის პასუხად - "ოცნება" უსაფრთხოების საბჭოს სხდომას არ იწვევს

28.09.22 11:24
დუმილი პრეზიდენტის პასუხად -  "ოცნება" უსაფრთხოების საბჭოს სხდომას არ იწვევს

დუმილი პრეზიდენტის პასუხად -  რუსეთიდან მასობრივ მიგრაციასთან დაკავშირებით მსჯელობას "ქართული ოცნება" არ ჩქარობს. ხელისუფლება უსაფრთხოების საბჭოს სხდომას არ იწვევს. 

აღნიშნული საბჭო უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის დაქვემდებარებაშია და სათათბირო ორგანოს შეკრებაც სსწორედ მისი პრეროგატივაა. ამის მიუხედავად, როგორ ჩანს, პრემიერი ოკუპანტი ქვეყნიდან  70 ათასზე მეტი ადამიანის შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ისევ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ეწევა და უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაც სწორედ ამიტომ არ უნდა. 

უსაფრთხოების საბჭოს ასე დაჟინებით არმომწვევადა იმ რისკებში ყოფნა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ხელისუფლებას აქვს ინტერესი, რომ ეს უკანონო, უკონტროლო შემოდინება დევნილების რუსეთის ფედერაციიდან იყოს წახალისებული, მეორე, არ გააღიზიანონ რუსეთის ფედერაცია. ასევე, შექმნან პლაცდარმი იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ თვაი აარიდოს სანქციებს, რომელიც დაწესებულია დასავლური სამყაროს მხრიდან და პრაქტიკულად, დღეს ეკონომიკური დერეფანი შეუქმნა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ფედერაციას, ამიტომ თავისი კონკრეტული მიზნები აქვს. ამიტომ ამბობს საზოგაოდება, რომ დღეს, რეალურად, ქვეყანას მართავს რუსული ოცნება, - ამბობს ლევან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბეჟაშვილი.  

რუსეთიდან მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტებიც.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ საზღვარი არის გახსნილი რუსეთსი მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი და ძირიტადში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც გამორბიან მობილიზაციისგან და  არიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად ჯარში არიან ნამსახურები, რომელთაც ეკუთვნით გარკვეულწილად, ეს მობილიზაცია, რომელიც, გარკვეულწილად, საფრტხის შემცველია, იმიტომ, რომ ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული თემით შემოსული. არის მეორე ჯგუფი ადამიანების, რომელიც გაურბის რეჟიმს. ამიტომ, გარკვეული ფილტრაცია უდნა არსებობდეს. ეს არის ის კითხვები, რაზეც მთავრობას პასუხები უნდა მოვთხოვოთ და კონკრეტული ქმედება, რომ რაღაცა ფორმით დარეგულირდეს, - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტი ვანო მაჭარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებასთან დაკავშირებით  საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები