"შაბათის ხმაურიანი გამოძიება" - კალაძემ ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ მერიაში პროკურატურა კორუფციული გარიგებების კვალს ეძებს

01.11.22 13:02
"შაბათის ხმაურიანი გამოძიება" - კალაძემ ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ მერიაში პროკურატურა კორუფციული გარიგებების კვალს ეძებს

კახი კალაძემ ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ მერიაში პროკურატურა კორუფციული გარიგებების კვალს ეძებს. "შაბათის ეთერის " ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება დღეს განხილვის მთავარი თემა გახდა.

მერი ამბობს, რომ არ იცოდა თუ კი მისი ხელმოწერით ფიქტიური პირებისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთები პროკურატურის გამოძიების საგანი გახდა.

საქმე ეხება მილიონ ნახევარი ლარის ქონებას, რომელიც  კალაძემ ათჯერ უფრო ნაკლებ ქონებაში- პრემიერ ბახტაძის გარემოცვის წევრს გადასცა.

დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ შოთაძის უწყებას მერიის არცერთი თანამშრომელი გამოკითხვაზე არ დაუბარებია: 

ეს არის ტყუილი, დედაქალის მერიის არცერთი თანამშრომელი, არც დაკითხვაზე  ყოფილა და არც არავის დაუბარებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვიცი სად რა არის დაწყებული და საერთოდ არ მაინტერესებს.

მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ქონების განკარგვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ აუქიცონის საფუძველზე, ან არის შემთხვევები, როდესაც ხდება მონაცვლეობები. შესაბამისი შეფასება ხდება აკრედიტირებული ექსპერტების მხრიდან“ - კახა კალაძე 

მსგავსი სიახლეები