გვარამიას შეწყალება ზურაბიშვილის რეპუტაციაზე აისახება - "ოცნება" პრეზიდენტს აფრთხილებს
კობახიძის განცხადებას პრეზიდენტის წინააღმდეგ "ქართული ოცნება" უერთდება.
მმართველი პარტიის დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს აფრთხილებენ, რომ გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის თავმოყვარეობას უკიდურესად დააზიანებს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინასწარ განჭვრეტა მე ნამდვილად არ შემიძლია . პრეზიდენტის ინსტიტუტს რაც აკადრა თავის დროზე გვარამიამ, იმის შემდეგ შეწყალება რამდენად რელევანტური იქნება, მართლა თავმოყვარეობის ამბავია“. - ამბობს მდინარაძე.
იგივე პოზიციაზეა მდინარაძის თანაგუნდელიც. ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ „მტავარი არხის“ დამფუძნებლის შეწყალება პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაციაზე აისახება.
მისი თქმით, როგორც შეიძლება გვარამიას შეწყალება ზურაბიშვილს სთხოვოს ხალხმა, რომლებიც პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებდა.
ქალბატონმა ზურაბიშვილმა მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება, რა დროს, რა პრინციპით უნდა გამოიყენოს, ან არ უნდა გამოიყენებს, ეს, რა თქმა უნდა, მათ შორის ამ ინსტიტუტის რეპუტაციაზეც აისახება. ეს მისი, როგორც ინსტიტუტის გადასაწყვეტია. ხალხი არ აღიარებდა მის ლეგიტიმაციას, შეურაცხყოფდა უკიდურესი სიტყვებით. ახლა როგორ უნდა მიმართონ რაიმეზე საქართველოს პრეზიდენტს“.- ამბობს ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა და ნიკა გვარამია ციხეში 3 წლითა და 6 თვით დატოვა.
ახლა ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი შეიწყალოს, რადგან ევროკავშირის 12 რეკომენდაცის პირდაპირ გულისხმობს ამას.