"ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გამაერთიანებელი და არა დამყოფი თავმჯდომარე - ხაბეიშვილი

16.11.22 17:11
 "ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გამაერთიანებელი და არა დამყოფი თავმჯდომარე - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა „ენმ“-ის შიდაპარტიულ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.  

არჩვნებში მონაწილეობას ნიკა მელიას კონკურეტი ქვეყნაში "მებრძოლი ოპოზიციის  გაძლიერების " მოტივით ხსნის. 

ხაბეიშვილთან ერთად ბრიფინგზე ,,ანტიკორუციული მოძრაობის" წევრები და ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ნაწილი იდგა.

ე.წ. ამბოხებულების ერთ-ერთმა ლიდერის თქმით, პარტიას გამაერთიანებელი თავმჯდომარე სჭირდება

 „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გამაერთიანებელი და არა დამყოფი და დამპირისპირებელი თავმჯდომარე" - თქვა ხაბეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბერს, ხაბეიშვილმა თქვა, რომ "ლევან ხაბეიშვილი არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას". 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ.

ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ნადირაძის საპასუხოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კობა ნაყოფიამ გააჟღერა. მისი თქმით, "სააკაშვილს მიაჩნია, რომ ენმ-ის არჩევნებზე განცხადებები ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს". 

ამ დროისთვის საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 

მსგავსი სიახლეები