"ტონალობა კაი იყო..." - დოლიძე ხაბეიშვილის ბრიფინგზე

16.11.22 17:20
"ტონალობა კაი იყო..." - დოლიძე ხაბეიშვილის ბრიფინგზე

ლევან ხაბეიშვილის საგანგებო ბრიფინგს მისი თანაგუნდელი ბაჩო დოლიძე ეხმაურება.

დოლიძისთვის გაურკვეველია, თუ რა მუხტზე საუბრობს ხაბეიშვილი, რადგან, მისი თქმით, პარტიის მუხტი არსად წასულა.

დოლიძემ ასევე ბრიფინგის ტონალობაც შეფასა და თქვა, რომ რასაც უყურა, ცუდი ტონალობა ნამდვიალად არ იყო.

რა მუხტს ვაბრუნებთ? მე ვფიქრობ, ეს მუხტი არსად არ წასულა. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს განცხადა, მაგრამ ალბათ ლევანს ექნება ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები. თუმცა, დღევანდელ ბრიფინგს რასაც ვუყურე, ტონალობაც კაი იყო, ცუდი არ იყო“, - ამბობს ბაჩო დოლიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა „ენმ“-ის შიდაპარტიულ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.  

არჩვნებში მონაწილეობას ნიკა მელიას კონკურეტიქვეყნაში "მებრძოლი ოპოზიციის  გაძლიერების " მოტივით ხსნის. 

ხაბეიშვილთან ერთად ბრიფინგზე ,,ანტიკორუციული მოძრაობის" წევრები და ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ნაწილი იდგა.

ე.წ. ამბოხებულების ერთ-ერთმა ლიდერის თქმით, პარტიას გამაერთიანებელი თავმჯდომარე სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბერს, ხაბეიშვილმა თქვა, რომ "ლევან ხაბეიშვილი არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას". 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ.

ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ნადირაძის საპასუხოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კობა ნაყოფიამ გააჟღერა. მისი თქმით, "სააკაშვილს მიაჩნია, რომ ენმ-ის არჩევნებზე განცხადებები ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს". 

ამ დროისთვის საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 

მსგავსი სიახლეები