„ნაციონალური მოძრაობა“ ირჩევს უფრო მეტ აგრესიას - თალაკვაძე "ენმ"-ში მიმდინარე მოვლენებზე

16.11.22 17:28
 „ნაციონალური მოძრაობა“ ირჩევს უფრო მეტ აგრესიას - თალაკვაძე "ენმ"-ში მიმდინარე მოვლენებზე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს „ოცნების“ ლიდერი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა თავიდანვე იცოდა, რომ ვინც უფრო აგრესიულ და ხმამაღლა ყვირილს შეძლებდა, სწორედ ის დაიკავებდა თავმჯდომარის პოსტს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში.

თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გადაარჩენს, რადგან მას გუნდში ლიდერები არ ჰყავს.

 „პირდაპირ დადასტურდა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ირჩევს უფრო მეტ აგრესიას. ჩვენ ვთქვით თავიდან, ვინც უფრო აგრესიულია, ვინც უფრო ხმამაღლა ყვირილს შეძლებს და ვინც უფრო მეტად უსამართლო ბრალდებებს გააკეთებს ხელისუფლების მისამართით, სწორედ მას დარჩებოდა ადგილი. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გადაარჩენს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, ვინაიდან მას აქვს ფუნდამენტური პრობლემები, არ ჰყავს მომავლის ლიდერები გუნდში და არ აქვს მომავლის დღის წესრიგი“,- ამბობს არჩილ თალაკვაძე.  

სულ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა „ენმ“-ის შიდაპარტიულ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.  

არჩვნებში მონაწილეობას ნიკა მელიას კონკურეტიქვეყნაში "მებრძოლი ოპოზიციის  გაძლიერების " მოტივით ხსნის. 

ე.წ. ამბოხებულების ერთ-ერთმა ლიდერის თქმით, პარტიას გამაერთიანებელი თავმჯდომარე სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბერს, ხაბეიშვილმა თქვა, რომ "ლევან ხაბეიშვილი არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას". 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ.

ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ნადირაძის საპასუხოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კობა ნაყოფიამ გააჟღერა. მისი თქმით, "სააკაშვილს მიაჩნია, რომ ენმ-ის არჩევნებზე განცხადებები ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს". 

ამ დროისთვის საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 

მსგავსი სიახლეები