ბრეგაძის უწყება იტყუება, მათ ნოუთბუქები შეიძინეს და განზრახ არ ჩართეს სააკაშვილი პროცესზე - გიორგი კაპანაძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე რატი ბრეგაძეს და პენიტენციური სამასახურის წარმომადგენელს ტყუილში ამხელს და ამბობს, რომ მათ განზრახ არ ჩართეს მესამე პრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე.
კაპანაძე ამბობს, რომ ბრეგაძის უწყებამ ხელშეკრულების მიხედვით რამდენიმე ასეული ათასი ღირებულების ნოუთბუქები და კომპიუტერული სისტემები შეიძინა.
მხოლოდ 2022 წელს პენიტენციურმა სამსახურმა სხვადასხვა ხელშეკრულების მიხედვით შეიძინა რამდენიმე ასეული ათასი ღირებულების ნოუთბუქები, კომპიუტერული სისტემები, მათ შორის აუდიო ვიზუალური სიგნალის მიმღები და გადამცემი საშუალებები. ეს ნიშნავს იმას, რომ ბატონი რატი ბრეგაძე, ასევე პენიტენციური სამასახურის წარმომადგენელი იტყუება და განზრახ მესამე პრეზიდენტს არ აძლევს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის საშუალებას, რომ მიიღოს თავისივე პროცესში მონაწილეობას“. - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
ზუსტად ერთი კვირის წინ, პენიტენციურმა სამსახურმა 57 ათასი ლარის კომპიუტერები შეუკვეთა, რამდენიმე კვირით ადრე კი 72 ათასის.
ალბათ, რატი ბრეგაძის უწყებაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მტკიცებულებები საჯაროზე გამოვიდოდა.
ბოლო შეკვეთა პენიტენიცურმა სამსახურმა 13 დეკემბერს, სააკაშვილის პროცესამდე ერთი დღით ადრე ჩაიბარა - 35 ლენოვოს ფირმის ნოუთბუქი დამკვეთს კომპანიამ მიუტანა.
ფაქტს შპს „ჯეო ტეჩის“ დირექტორი შალვა ასლამაზაშვილი "პირველებთან" ადასტურებს.