უკრაინელებმა ქართველი მოხალისეებისთვის თვითმფრინავებიც კი გამოაგზავნეს, მაგრამ არ დავთანხმდით - ვოლსკი
,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თავდასხმები და მორიგი ბრალდება უკრაინის ხელისუფლების მიმართ - გია ვოლსკი საქართველოში ოფიციალური კიევის დროებითი წარმომადგენლის, ანდრეი კასიანოვის, დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და მას არაადეკვატურს უწოდებს.
გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, უკრაინას ქართველი მოხალისეების წაყვანა და ომში ჩართვა სურდა, რაზეც ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
იმ ილუზიის შექმნა, რომ ვიღაცამ უფასოდ გამოგვცა, რასაც კასიანოვი ამბობს, ეს სხვა თემაა და მის ადეკვატურობაზე მიუთითებს.
არა მარტო იარაღის გადაცემაზე, არამედ მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე იყო მოთხოვნა. თვითმფრინავებიც კი გამოაგზავნეს ჩარტერული რეისებით უკრაინელებმა, მაგრამ ამას არ დავთანხმდით, რადგან ეს ომში ჩართვის ადეკვატური იქნებოდა - თქვა გია ვოლსკიმ.