სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი სია განაახლოს დეკანოიძემ თავის ავაზაკებთან ერთად - ცაგარეიშვილი

09.01.23 15:54
სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი სია განაახლოს დეკანოიძემ თავის ავაზაკებთან ერთად - ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი, ხატია დეკანოიძეს ურჩევს, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი სია განაახლოს და იმ ადამიანების ნუსხა გააკეთოს, რომელიც მმართველი პარტიის წევრის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, რომ დაეხოცა.

ქალბატონი დეკანოიძე ამბობდა, რომ სააკაშვილის სია აუცილებლად იქნებაო. მას დაავიწყდა, რომ ამგვარი სია უკვე დიდი ხანია არსებობს. 2013 წლის ივნისში, სამეგრელოს სამალავებში, კასრებში იყო ეს სია აღმოჩენილი. აი ამ სიას თუ განაახლებს ქალბატონი დეკანოიძე თავის თანამებრძოლ ავაზაკებთან ერთად. ერთი 3-4 გვარი შეიძლება შეემატოს იმ სიას და სია გამზადებულია იმ ადამიანებისა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, რომ დაეხოცა. რატომ წვალობენ ეს ადამიანები? და ბატონ ბილსაც შემდეგ გაუგზავნონ ეს სია. შეუძლიათ მათი ხელიდან დახოცილი ადამიანების სიაც აახლონ", - თქვა ცაგარეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის აქტის“ ავტორს ქართული გვარებით მსგავსი სიის შედგენა სთხოვა.

Heritage Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უილიამ ბრაუდერმა, თანხმობა განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს  „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში დახმარებოდა.

მსგავსი სიახლეები