ცეცხლს ეთამაშებიან - ღუდუშაური სააკაშვილის ადვოკატს აფრთხილებს

10.01.23 16:26
ცეცხლს ეთამაშებიან - ღუდუშაური სააკაშვილის ადვოკატს აფრთხილებს

ცეცხლს ეთამაშებიან - ასე ეხმიანება "ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის ადვოკატმა ერთ-ერთ ექთანს პირადი მონაცემები გამოართვა.

ღუდუშაური მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საშიშ ფაზაში გადადის და სააკაშვილის უფლებადამცველს ურჩევს წითელი ხაზები არ გადაკვეთოს.

„არ გადაკვეთონ წითელი ხაზები, რამეთუ ნებისმიერი ფორმით ძალადობა, მუქარა, შევიწროება... კარგად ხედავთ არ არის მათი მხრიდან პირველი ფაქტი, როცა ხდება ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლა. საზოგადოება ხედავს, რომ ხდება მოსამართლეზე, სასამართლო სისტემაზე, მათ შორის, ექიმებთან მიმართებაშიც ზეწოლა, რომ თუ არ იქნება მათთვის მისაღები გადაწყვეტილება, ქვეყნის ამოტრიალებით, დამხობით თუ აპოკალიფსით იმუქრებიან. ისეთ საშიშ ფაზაში გადადის ეს ყველაფერი, ვურჩევ, მეტი გონიერება, წინდახედულობა გამოიჩინონ ამ ბატონებმა თუ ქალბატონებმა, რამეთუ ცეცხლს ეთამაშებიან”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა კლინიკის ერთ-ერთი ექთანი პალატაში დაიბარა და პირადი მონაცემები გამოართვა. 

მსგავსი სიახლეები