ბროუდერის მონაწილეობით შექმნილი სააკაშვილის სიის სათავეში აუცილებლად იქნება ბიძინა ივანიშვილი - ნადირაძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე უკვე საქალაქო სასამართლოშია.
ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილის პროცესის დაწყებამდე მაგნიტსკის სიის ავტორის ექსკლუზიურ ინტერვიუს აფასებს, რომელიც ბროუდერმა "პირველებს" მისცა.
ნადირაძე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბროუდერი პირადად ჩაერთვება ამ სიის შექმნაში და პირდაპირ ამბობს, რომ სიის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება.
ბროდუერმა პირდაპირ გვითხრა, რომ, თუ სააკაშვილს პუტინის საამებლად მოკლავენ ციხეში, ქვეყანა სამუდამოდ დაკარგავს შანსს, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროპული პერსპექტივა .
ძალიან კარგია, რომ მაგნიტსკის სიის ავტორი პირადად ჩაერთვება პროცესში, რომ შედგეს ეს სია. ამ სიის სათავეში კი აუცილებლად იქნება ბიძინა ივანიშვილი, კრემლის და პუტინის პირადი წარმომადგენელი". -თქვა ირაკლი ნადირაძემ.
მაგნიტსკის სიის ავტორი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან პუტინი დგას.
სანქციების სიის შემქმნელი შავ სიაში მოხვედრას პრაქტიკულად უწინასწარმეტყველებს მინისტრებს, პროკურორებს, ციხის ექიმებს - ყველას, ვინც პასუხისმგებელია ექს პრეზიდენტის სიცოცხლეზე.
მაგნიტსკის სიის ავტორი ინტერვიუში პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.