შეშინება თუ უნდათ ბიძინა ივანიშვილს ან ბერა ტრი-ტრის, არ გამოგივათ - აქტივისტები მუქარას პასუხობენ
ბერას სამეგობროს მუქარის მთავარი სამიზნე აქტივისტები ამ წუთებში, ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენტიისკენ მიდიან და მუქარის ავტორებსაც იქ იბარებენ.
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია ბერა ივანიშვილის სამეგობრობს პასუხობს და ამბობს, რომ შეშინება თუ უნდათ ბიძინა ივანიშვილს ან ბერა ტრი-ტრის, არ გამოუვათ.
მეცინება კიდევაც. იყო შემთხვევა 2015-ში, როდესაც ლორთქიფანიძემ აქეთ შეგვაგინა და აქეთ დაგვიჭირეს, 7 წელს გვაძლევდნენ, 3 თვე ციხეში გავატარე. ესენი ბერას მეგობრები, კალაძის მეგობრები არიან. ღიად რომ არ დაეწერათ მე პირადად მივწერე, არსად გამოვფენ და მივიღებდი არასერიოზულად, მაგრამ მე უბრალოდ პრევენციას ვაკეთებ ჩემი თავისას, რომ მომავალში პროვოკაცია არ მომიწყონ და არ დამიჭირონ, ამიტომ ამ ხალხს მივმართავდი, ჩემო მეგობრებო, ეხლა ჩვენ ღარიბაშვილს მივაკითხავთ, თუ სხვას... შეშინება თუ უნდა ბიძინა ივანიშვილს ან ბერა ტრი-ტრის, არ გამოგივათ, რადგან ახლა ბატონო ბერა, მივდივართ მამაშენთან შეკვეთილში და მივაკითხავთ ყველა ოცნების წარმომადგენელს, ვინც კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, საქართველოს მომავალს და თქვენ თუ კარგად ცხოვრობთ, ჩვენც კარგად ვცხოვრობდით და ჩამოვედით იმისთვის, რომ ყველამ კარგად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და არა ბიძინა ივანიშვილამდე და ბერას ძმაკაცებმა. დიდი ბოდიში, მაგრამ მივაკითხავთ ყველას და თქვენ ნუ ჩაერევით", - ამბობს ნიკა ნარსია.
საჯარო მუქარა სოციალური ქსელით. ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის დისკომფორტის შექმინით გაღიზიანებული გარემოცვა, სამოქალაქო აქტივისტებს შურისძიებას ჰპირდება. ნაცმოძრაობის წევრები, რომლებიც მამუკა მდინარაძეს პასუხებს სთხოვდნენ და სანაცვლოდ დეპუტატისგან დედის გინება მიიღეს, ახლა ეუბნებიან რომ სცემენ.
ბერას მეგობარი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აქტივისტების ცემისთვის განკუთვნილი ჯარიმის 500 ლარი უკვე გადადებული აქვს და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.