კობახიძე რუსული ჰიბრიდული ომის საცეცეცია, ხოლო ივანიშვილი რუსული დეზინფორმაციის დამკვეთი - ჩიხლაძე
კობახიძის განცხადებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს - ასეთია შეფასებები ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ყველა წითელი ხაზი, რომელიც არსებობდა, ივანიშვილის მემკვიდრეებმა გადაკვეთეს და ფაქტობრივად ოკუპირებული ქვეყანა ოკუპანტი ქვეყნის მოკავშირედ გამოაცხადეს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ირაკლი კობახიძე რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საცეცეცია, ხოლო ივანიშვილი რუსული დეზინფორმაციის დამკვეთი.
"ერთ-ერთი საცეცი ამ რუსული ჰიბრიდული ომის არის ირაკლი კობახიძე და უფრო მსხვილად თუ ავიღებთ "ქართული ოცნება" მთლიანად. მთავარი დამკვეთი ამ რუსული დეზინფორმაციის არის ბიძინა ივანიშვილი. ომში მყოფი ქვეყანა მოუწოდებს, რომ რუსულ დეზინფორმაციას ნუ ავრცელებს, ეს საკმაოდ მკაცრი მოწოდებაა. ვფიქრობ, ეს მოწოდებები არა ამრტო უკრაინის მხრიდან, არამედ დასავლეთი მხრიდან სულ უფრო მკაცრი და მკაცრი გახდება", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
]უკრიანამ "ქართულ ოცნებას" ფაქტობრივად ყვითელი ბარათი უჩვენა. ირაკლი კობახიძის პრორუსული განცხადებებიდან მესამე დღეს ოფიციალური კიევი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარს აზრი არ აქვს.
მიხაილო პოდოლიაკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ურჩევს ომზე კომენტარი საერთოდ არ გააკეთოს, რადგან მისი განცხადებები უცოდინრობის ტოლფასია.