ღარიბაშვილმა ბაკურიანის ტყე მავთულხლართებით შემოღობა
მავთულხლართებით შემოღობილი ტყე - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანის ტყე, რომლიც ნუნუკა თამაზაშვილმა ტურიზმის განსავითარებლად მიიღო, მავთულხლართებით გადაკეტა.
"შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებიდან ერთი წლის თავზე - ნახეთ, რა გააკეთეს იქ სადაც წლების განმავლობაში დამსვენებლები სეირნობდნენ.
ერთი წლის წინ, "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ, დაადგინა და დოკუმენტებით გაამყარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს, ბაკურიანში 5958 კვ,მ. ტყე აჩუქა. ხალხის ტყე, კოხტას თავზე, რომელიც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით გადაეცა, ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის ვილის გაგრძელებაა, ფაქტობრივად ეზოა. ტყით სარგებლობაში კი ღარიბაშვილების ოჯახი მხოლოდ 6225,9 ლარს გადაიხდის.
ნახეთ, მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი