კალაძემ დანაშაული ჩაიდინა - გოცირიძე "ინტერრაოსთან" წაგებულ დავაზე
რუსულ "ინტერრაო"- თან წაგებული დავის შემდეგ ოპოზიცია პასუხისმგებლობას მაშინდელ ენერეტიკის მინისტრს კახა კალაძეს აკისრებს. ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სწორედ კალაძემ შეცვალა რუსულ ენერგოგიგანტთან ხელშეკრულება, რომლის პუნქტებიც გაასაიდუმლოვა.
ძველი ხელშეკრულების ცვლილება ეს არ არის მხოლოდ შეცდომა, ეს არის დანაშაული და აქ, რა თქმა უნდა, ვიღაცეებმა სარგებელი ნახეს. 15 წელი არ უნდა მომატებულიყო ტარიფი ძველი ხელშეკრულებით და ისეთი რაღაც ჩაწერეს, რომელიც ლარის კურსს მიაბეს და ლარის კურსიდან გამომდინარე აგერ, გიგანტური ოდენობის ჯარიმა დააკისრეს ქვეყანას. ეს, ფაქტობრივად, საბოლოო გადაწყვეტილებაა და ჩვენი ჯიბიდან უნდა იყოს გადახდილი სხვისი კორუფციული გარიგების შედეგები, - თქვა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსულ "ინტერ რაოსთან" სასამართლო დავა წააგო და ოკუპანტი ქვეყნისთვის 200 მლნ ლარის გადახდა დაეკისრა.