რუსეთთან ფრენების დაწყებამდე ერთი დღე რჩება - რა საფრთხეებზე საუბრობენ თბილისში
რუსეთთან ფრენების დაწყებამდე ერთი დღე რჩება - ხვალ უკვე მოსკოვიდან განხორციელდება პირველი ოფიციალური ფრენა მოსკოვი- თბილისის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია "აზიმუტი" განახორციელებს.
ფრენა ხვალ დილით 9 საათზე შედეგება და პირველ საათზე რუსული ხომალდი დაეშვება საქართველოს კონტროლიბად ტერიტორიაზე. თუცმა კომპანია აზიმუტი არ არის ერთადერთი ავიაკომპანია, რომელსაც საქართველოში ფრენა უნდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ფრენებს საქართველოში სხვა ავაიკომპანიებიც ითხოვენ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით. რუსული ავიაციის სააგენტოდან დასტურს კომპანია "ირ აერო" ელოდება. ავიაკომპანია ფრენებს როგორც თბილისის, ასევე ბათუმის მიმართულებით, ყოველ დღე ითხოვს.
"მთელი ჩვენი პარტნიორები, ვისთანაც კი მქონდა საუბარი, გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მიიჩნევს გეოპოლიტიკურ, საგარეო კურსის ცვლილებად საქართველოს შემთხვევაში. ანუ, "ოცნებამ" მკაფიოდ განაცხადა, რომ მე აღარ მინდა ევროკავშირი და ნატო, მე მინდა რუსეთი. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ინდივიდუალურ საუბრებში დიპლომატების მიერ გამოთქმული პოზიცია". - ამბობს ვაშაძე.
რუსეთთან ფრენების საფრთხეებზე საუბრობს "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჩაფარიძეც. მისი თქმით, "აზიმუტის" სამი მფლობელი უკრაინის მიერ არის დასანცირებული.
ავიაკომპანიის თვითმფრინავების კი მწყობრიდან არის გამოსული და შესაძლოა მათ სწორედ საქართველო გამოიყენონ ნაწილების გამოსაცვლელად და ამის გამო ჩვენ სანქცირებულთა შორის აღმოვჩნდეთ.
ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველო დადგეს არჩევანის წინაშე - რუსული ფრენები, თუ ფრენები ევროპაში.