რუსეთ-საქართველოს შორის საზღვაო მიმოსვლა - ბეჟაშვილი მთავრობის დასანქცირებას ითხოვს
ენმ- წევრი ლევან ბეჟაშვილი რუსეთ-საქართველოს შორის საზღვაო მიმოსვლის საკითხს ეხმიანება და საერთაშორისო პარტნიოპრებს მოუწოდებს, დაასანქციროს ის პირები, რომლებმაც აღნიშნული დანაშუალებრივი სქემა მოიფიქრეს.
ახალი სატრანსპორტო სქემა, რომელიც ბათუმიდან ნოვოროსიისკის პორტში ტვირთების გადაზიდვას ემსახურება, სწორედ ამიტომ არის დადგენილი, შექმნილი, იმისათვის, რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს სანქციების თავის არიდების შესაძლებლობა და რუსეთმა კიდევ ერთი დამატებითი კორიდორი მოიპოვოს, ამისათვის. კიდევ ერთხელ ჩანს „ქართული ოცნების“ კოლაბორაციონისტური პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ. ამიტომ, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოს მთავრობის წევრების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დანაშაულებრივი სქემების შექმნაზე, მათი სანქცირების საკითხი, - ამბობს ბეჟაშვილი.
სომხური მედიის ცნობით, რუსეთის სანქცირებულ პორტში ბათუმიდან ტვირთები შედის.