გვიპასუხეთ ისტერიის გარეშე, როგორ იცავთ ეროვნულ უსაფრთხოებას? - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

22.05.23 13:27
გვიპასუხეთ ისტერიის გარეშე, როგორ იცავთ ეროვნულ უსაფრთხოებას? - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის საზღვაო მიმოსვლის შესახებ ინფორმაციის დადასტურება, მოულოდნელი არ იქნება, რადგან ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად არაფერს აკეთებს.

ოპოზიციის წევრი მოუწოდებს "ოცნებას", გააკეთოს განმარტებები, როგორ იცავს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. 

ერთი აქტი არ არსებობს დღეს საქართველოში, რომელიც იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, რომ რუსეთმა სანქციების გვერდის ასარიდებლად არ გამოიყენოს საქართველო. ამიტომ, საერთოდ არ იქნება მოლუოდნელი, რომ მსგავსი გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდეს. საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გახორციელებული აქტივობებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ხელისუფლებამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო მსგავსი რისკებისგან დაცული. უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ და უნდა უპასუხოს არა ისტერიით, არამედ დამაჯერებლად უნდა თქვას, რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ის იცავს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, - ამბობს ნაცვლიშვილი. 

სომხური მედიის ცნობით,  რუსეთის სანქცირებულ პორტში ბათუმიდან ტვირთები შედის.