"ეს არის სიცრუე და ოპოზიციის პროპაგანდა" - "ოცნება" რუსეთთან არაფორმალურ მოლაპარაკებებზე

23.05.23 11:26
"ეს არის სიცრუე და ოპოზიციის პროპაგანდა" - "ოცნება" რუსეთთან არაფორმალურ მოლაპარაკებებზე

"ოცნებაში" აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ ჰქონია.

არჩილ თალაკვაძე სიცურეს უწოდებს ოპონენტების განცხადებებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ამით ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს უშლის. 

ეს არის უბრალოდ სიცრუე, თქვენი არხის და ოპოზიციის პროპაგანდა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ის, რომ ახლა გააქტიურდით, ის, რომ ახლა აკეთებთ პროპაგანდას, ეს პირდაპირ უკავშირდება იმ მიზანს, რომელზეც ილაპარაკეს ოპოზიციის ლიდერებმა, ცისკარიშვილმა, სამადაშვილმა. დღეს თქვენთვის ყველაზე მთავარი არის, რომ დაბლოკოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, კანდიდატის სტატუსი როგორმე ვერ მიიღოს საქართველომ, ეს არის თქვენი ყოველდღიური საზურნავი". - ამბობს თალაკვაძე. 

ოპოზიცია ღარიბაშვილს, გომელაურს და ლილუაშვილს პუტინის რეჟიმთან არაფორმალურ მოლაპარაკებებში ამხელს.  საგანგებო ბრიფინგი ამ თემაზე პარლამენტში ქალმა დეპუტატებმა გამართეს.