ენმ-ს ახალი მენჯმენტი პრორუს, პარტიის მოწინააღმდეგე ადამიანებთან პოზიციონირებს - ახვლედიანი

23.05.23 17:50
ენმ-ს ახალი მენჯმენტი პრორუს, პარტიის მოწინააღმდეგე ადამიანებთან პოზიციონირებს - ახვლედიანი

ნიკა მელიას ფლანგისთვის გაუგებარია, ენმ-ს ახალი მენჯმენტის თანამშრომლობა სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მაგინებელ გია ბერძენიძესთან.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ლევან ხაბეიშვილმა პარტიიიდან ის ადამიანები გაუშვა, რომლებმაც პარტია მხრებით მოიტანეს და ახლა პრორუს და მიშას მაგინებელ ადამიანებთან ერთად პოზიციონირებს.

ახვლედიანი პირდაპირ ამბობს, რომ ახლა ენმ-ს ის ადამიანები მართავენ, რომლებიც "არა მიშას" მაისურით დარბოდნენ და ელისო ბოლქვაძის ფონდიდან ხელფასებს იღებდნენ.

სამწუხარო ამბავია ის, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში, როდესაც პარტიიდან ასე ერთი ხელისმოსმით უშვებ იმ ადამიანებს, რომლებსაც მხრებით მოუტანია ეს პარტია და შემდეგ საზოგადოების თვალწინ პოზიციონირებს ასეთ პრორუს ადამიანებთან, რომლებიც ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგობით და სიძულვილის ენით გამორიჩეოდნენ. მემგონი ეს ჩვენი ამომრჩევლების მიმართ კიდევ ერთ-ერთი იმედგაცრუებაა. აჭარაში, მაგალითად ის ხალხია, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ენმ-ს ებრძოდა, აგინებდა, ზოგი "არა მიშას"მაისურით დარბოდა, ზოგი ელისო ბოლქვაძის ფონდიდან ხელფასებს რომ იღებდა, აი ეს ხალხი მართავს დღეს "ნაციონალურ მოძრაობას".- ამბობს არმაზ ახვლედიანი.

სააკაშვილის ლანძღვით სააკაშვილის პარტიისკენ - "ნაციონალურ მოძრაობაში" ადასტურებენ, რომ თანამშრომლობას იწყებენ ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა  მოძრაობასთთან. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს  ხან სახელმწიფოებრივ გადატრიალებაში ადანაშაულებდა და ხან სისხლიანი რევოლუციის შემოქმედად ასახელებდა.

გია ბერძენიძის შესახებ უფრო მეტს, გაიგებთ აქ.