განგაშის ზარის საფუძველია - ირაკლი კუპრაძე Freedom House-ის საგანგაშო ანგარიშზე
"ლელოს" გენერალური მდივანი ამბობს, რომ Freedom House-ის ანგარიში, რომელშიც საუბარია საქართელოში დემოკრატიის ინდექსის გაუარესებაზე, განგაშის ზარის საფუძველია. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი "ქართული ოცნებაა", რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას ანადგურებს. მისი თქმით, ქვეყანა რელსებიდან გადავიდა და რუსეთისკენ მიექანება.
"ქართული ოცნება" ანადგურებს ამ ქვეყანაში დემოკრატია, ეს გამოხატულია ყველა სფეროში, დაწყებული ადამიანის უფლებიდან, დამთავრებული სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურებით და მისი კლანურობით და კორუფციით. ეს არის განგაშის ზარის საფუძველი, ქვეყანა გადადის რელსებიდან, გადასულია, საერთოდ ყველა მიმართულებიდან და მიემართება უნგრეთის და რუსეთის სწრაფი ანტიდემოკრატიული ვარდნისკენ. პასუხისმგებლობა ენიჭება ივანიშვილს და მის დამქაშებს ქვემოთ უსახელო და უგვარო, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათ ჩამოთვლას მთავარი არის აქ ბიძინა ივანიშვილი და მისი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა არის ანტიდემოკრატიული დღევანდელი მოცემულობით და მდგომარეობა დღითიდღე უარესდება" - ირაკლი კუპრაძე.