მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული - ვოლსკი Freedom House-ის ანგარიშზე
Freedom House-ის სანგაშო ანგარიშს გიორგი ვოლსკი მიკერძოებულს და აპოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი თავს ისევ წინა ხელისუფლებას ესხმის და ამტკიცებს, რომ მედიაგარემო გაუარესებული არ არის.
დამისახელეთ ერთი რომელიმე მედიასაშუალება, რომელიც შეიზღუდა და რასთან შედარებით არის გაუარესებული? ხალხს რომ ატყავებდნენ, აწამებდნენ და წამებაში კლავდნენ იმ პერიოდთან არის გაუარესებული თუ მაშინ, როდესაც მთელი მედიასაშუალებები იყო დაქვემდებარებული და ქვეშ ჰქონდათ ამოდებული... თუკი აკეთებ განცხადებას და არ შეესაბამება რეალობას ის, რასაც აღწერ, მე ვფიქრობ, რომ ეს მიკერძოებაა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. როდესაც სატელევიზიო კომპანიების რაოდენობის მხრივ საქართველო მსოფლიოში მეორე თუ მესამე ადგილზეა, - ამბობს ვოლსკი.