ვფიქრობ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა - პრემიერი პუტინის სკანდალურ მხილებაზე
პუტინის სკანდალური მხილება - ქვეყნის პრემიერი თავის მართლების რეჟიმშია.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რუსეთისთვის ფრენების აღდგენა "ოცნების" ხელისუფლებას არ უთხოვია.
მისი თქმით, პუტინი მის განცხადებაში სააკაშვილის ხელისუფლებას გულისხმობდა.
თქვენ ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ ოფიციალური მოლაპარაკება არ გვქონდა. ვიცით, რომ დიასპორის წარმომადგენლები ითხოვდნენ ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, მე ვიცი, რომ სხვა ჯგუფები ითხოვდნენ ამას. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. მთავარი მინდათ გითხრათ, თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების და ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი გუნდი. ვფიქრობ, რომ რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა". - განაცხადა პრემიერმა.
რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება თავად სთხოვა.