საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პუტინს ფრენები აღედგინა - სამადაშვილი

27.05.23 15:07
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პუტინს ფრენები აღედგინა - სამადაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად ევროკავშირის მხრიდან ღარიბაშვილის ფართხილებისა,  ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პუტინს ფრენები აღედგინა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა.

არათუ ითხოვდა ფრენების აღდგენას საქართველოს ხელისუფლება, არამედ ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია, რომ მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა, რომელიც ღარიბაშვილმა ევროკავშირისგან მიიღო, რომ ფრენების აღდგენა ხელს შეუშლის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პუტინს აღედგინათ ფრენები, გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი და ამით შეექმენათ ჩვენთვის დამატებითი საფრთხე კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში". - ამბობს სამადაშვილი.

პუტინის სკანდალური მხილება - რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება თავად სთხოვა.