საქართველოს ხელისუფლებამ ფრენებთან დაკავშირებით ტექნიკური თანხმობა გასცა - ვოლსკი

27.05.23 15:20
საქართველოს ხელისუფლებამ ფრენებთან დაკავშირებით ტექნიკური თანხმობა გასცა - ვოლსკი

გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ფრენებთან დაკავშირებით ტექნიკური თანხმობა გასცა, რადგან ეს საქართველოს მოქალაქეების უკეთესი პირობების შესაქმენად იყო საჭირო.

გია ვოლსკი არ ამბობს, იყო თუ არა მოლაპარაკებები ოკუპანტ ქვეყანასთან შორის ტექნიკურ თანხმობაზე.

რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტაზე და ასევე რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე. როდესაც ჩვენ ვაძლევთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს თანხმობას ნიშნავს, როდესაც არ აძლევ ტექნიკურ რეკომენდაციას, ეს ნიშნავს სანქციის გამოცხადებას, რასაც საპირისპირო სანქციები მოჰყვება. ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა. არსებობს ინტერესები ქვეყნებისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რუსეთსაც გააჩნია გარკვეული ინტერესები შავი კატების გამოშვების. ასე რომ ყურადღებით იყავით ყველანი და რეალურად ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება" .- ამბობს ვოლსკი.

პუტინის სკანდალური მხილება - რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება თავად სთხოვა.