გაუგებარია, ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა - დარჩიაშვილი პრეზიდენტის მიმართ დარღვეულ პროტოკოლზე

27.05.23 15:32
გაუგებარია, ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა - დარჩიაშვილი პრეზიდენტის მიმართ დარღვეულ პროტოკოლზე

რატომ დაირღვა პროტოკოლი - მთავრობა თავის მართლების რეჟიმშია. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტს პატივს სცემენ და მთავარსარდალი არავის დაუკნინებია. 

საგარეო საქმეთა მინისტრია ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ რიგითობა არ დარღვეულა და მისთვის გაუგებარია,  საკითხის გარშემო ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა.

ჩემს მიერ ღონისძიების გახსნის შემდეგ პირველი გამობრძანდა, მიმართა საზოგადოებას, შესაბამისად, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა დარღვეული იყო. ვფიქრობ, სრულიად გაუგებარია ამ საკითხის გარშემო ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა. მე მახსოვს ძველი შემთხვევაც, ელჩების კონფერენციის დროს, ამიტომ ჩვენ, იგივე სტანდარტით ვმუშაობთ, როგრც ვმუშაობდით მანამდე და არავისთვის ახალი და გაუგებარი არ უნდა ყოფილიყო, თუ როგორი პრინციპებით ხდება ამ ადგილების განაწილება. რაც შეეხება რიგითობას, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პირველმა მიმართა აუდიტორიას". - თქვა დარჩიაშვილმა

დღეს, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი სკამის "ჩაჩოჩების" და ასევე, დამოუკიდებლობის დღეს პროტოკოლის დარღვევის გამო. მისი თქმით, არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, შემდეგ კი პრეზიდენტს.