ქვეყნის ღალატი და მორალური ხრწნა - ირაკლი კუპრაძე პუტინის მიმართ რომან ბოკერიას "მადლობებზე"

28.05.23 11:16
ქვეყნის ღალატი და მორალური ხრწნა - ირაკლი კუპრაძე პუტინის მიმართ რომან ბოკერიას "მადლობებზე"

პუტინის მიმართ რომან ბოკერიას მადლობებს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ქვეყნის ღალატად და მორალური ხრწნად აფასებს. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ საქართელოში არსებულ ბიზნესკომპანიებმა მომხდართან დაკავშირებით გაბედული პოზიცია უნდა დააფიქსირონ.

ივანიშვილის ხელის ბიჭი მუშაობს დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ბიზნესინტერესების დასალაგებლად და ეს წარმოჩენილია როგორც ქართული ბიზნესის პოზიცია და საქართველოში მომუშავე კომპანიებს უნდა ჰქონდეთ ცალსახა გაბედული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ აქვს არც ივანიშვილის მიერ დანიშნულ ბიზნესელჩებს და არავის საუბარი პუტინთან, იმიტომ, რომ ეს არის ღალატი ქვეყნის, ეს არის მორალური ხრწნა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არსებული კომპანიების 99.9%  არ უნდა და მათთვის მიუღებელია, - ამბობს კუპრაძე.

 საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა. სკანდალური ინფორმაცია მოსკოვში, ვლადიმარ პუტინის ბიზნესწრეებთან შეხვედრიდან გახდა ცნობილი. რომან ბოკერიამ ოკუპანტ ქვეყანის პრეზიდენტს ქედი მოუხარა და უთხრა, რომ ის "საქართველოს ბიზნეს ელჩია რუსეთში". სწორედ ბოკერიას კითხვის საპასუხოდ თქვა პუტინმა, რომ ფრენების აღდგენას და ვიზების გაუქმებას საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა.