კრემლის ფილიალი "ოცნება" რუსულ საქმეს უკვე ღიად აკეთებს - ირაკლი ნადირაძე
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე დარწმუნებულია, რომ რომან ბოკერი პუტინთან მიღებაზე შემთხვევით ვერ მოხვდებოდა და ყველაფერი წინდაწინ სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. საქმე ეხება "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ხმაურიან რეპორტაჟს, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა, რომელმაც პუტინის ქართველი ხალხის სახელით მადლობები უხადა.
ირაკლი ნადირაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" კრემლის ფილიალად იქცა ად რუსულ საქმეს უკვე ღიად აკეთებს.
რა თქმა უნდა, პუტინთან მიღებაზე შემთხვევით ვერავინ ხვდება. თავიდან ბოლომდე ეს არის სპეცსამსახურების მიერ დადგმული და ორგანიზებული მიღება. აგერ პუტინს რომ რევერანსები უკეთეს და დითირამბები უმღერეს, აი, ასეთ ადამიანს წარმოადგენს ბატონი ბოკერია, რომელიც იქ თურმე ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობდა. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, მისი „ქართული ოცნება“ თავის ღარიბაშვილებით, ფარცხალაძეებით, არის ჩვეულებრივი კრემლის ფილიალი და ისინი უკვე ღიად, დაუფარავად აკეთებენ რუსულ საქმეს, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.