"ღალატის ქრონიკა" - "სტრატეგია აღმაშენებელი" რუსეთში საქართველოს ბიზნესელჩის დანიშვნაზე

28.05.23 11:43
"ღალატის ქრონიკა" - "სტრატეგია აღმაშენებელი" რუსეთში საქართველოს ბიზნესელჩის დანიშვნაზე

რუსეთში საქართველოში ბიზნესსელჩის დანიშვნის საკითხს და ასევე რომან ბოკერია მიერ პუტინისადმი მადლობებს "სტრატეგია აღმაშენებლი საქართველოს სახელმწიფოობრიობის ღალატად აფასებს. ამის შესახებ პაატა მანჯგალაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ რუსეთთან რეინტეგრაცია "ღალატის ქრონიკაა", რომელსაც ოპოზიციური პარტიები ერთიანი ძალისხმევით უნდა შეეწინააღმდეგონ. 

ვითარება, მეგობრებო, არის საგანგაშო. საგანგაშოა იმიტომ, რომ იქ წარმოდგენილი ადამიანი, ვინმე ვიგინდარა რომან ბოკერია საუბრობდა, რომ ის არის საქართველოს ეკონომიკური ელჩი რუსეთში. ანუ რაღაც ეტაპზე ვითომ ეკონომიკური თანამშრომლობა დავიწყეთ და შემდეგი ეტაპი უკვე იქნება პოლიტიკური თანამშრომლობა. ეს პროცესი არ არის მიმართული საქართველოს მხოლოდ ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადაგდებაზე, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფოობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედება.
მივმართავ ჩვენს პარტნიორებს ოპოზიციური პარტიებიდან“ ეს არის იმ მასშატბის საგანგაშო ინფორმაცია, რომ საგანგებო ვითარება ჩვენთვის, რომ აუცილებელია ჩვენი მხრიდანაც საგანგებო რეაქცია და საგანგებო ზომები. ამიტომ, გთავაზობთ, რომ დავიწყოთ საუბარი თუ როგორ შეიძლება ყველა ერთად აღვუდგეთ საქართველოს რუსულ სივრცეში რეინტეგრაციის პროცესს ანუ საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნების პროცესს. ეს არის ღალატის ქრონიკა, რასაც ჩვენ ვხედავთ და ამის ასე გატარება არ შეიძლება, - განაცხადა მანჯგალაძემ. 

 

საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა. სკანდალური ინფორმაცია მოსკოვში, ვლადიმარ პუტინის ბიზნესწრეებთან შეხვედრიდან გახდა ცნობილი. რომან ბოკერიამ ოკუპანტ ქვეყანის პრეზიდენტს ქედი მოუხარა და უთხრა, რომ ის "საქართველოს ბიზნეს ელჩია რუსეთში". სწორედ ბოკერიას კითხვის საპასუხოდ თქვა პუტინმა, რომ ფრენების აღდგენას და ვიზების გაუქმებას საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა.