"არ ვიცი ვინ არის რომან ბოკერია" - კობახიძე რუსეთში ბიზნესელჩის დანიშვნაზე
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ რუსეთში საქართველოს ბიზნესელჩის დანიშვნის შესახებ არაფერი სმენია. მმართელი პარტიის თავმდჯომარე აირწმუნება, რომ არ იცის ვინ არის რომან ბოკერია.
მე არ ვიცი რომან ბოკერია ვინ არის და შესაბამისად, ვერ გიპასუხებთ, - ამბობს კობახიძე.
საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა. სკანდალური ინფორმაცია მოსკოვში, ვლადიმარ პუტინის ბიზნესწრეებთან შეხვედრიდან გახდა ცნობილი. რომან ბოკერიამ ოკუპანტ ქვეყანის პრეზიდენტს ქედი მოუხარა და უთხრა, რომ ის "საქართველოს ბიზნეს ელჩია რუსეთში". სწორედ ბოკერიას კითხვის საპასუხოდ თქვა პუტინმა, რომ ფრენების აღდგენას და ვიზების გაუქმებას საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა.