"ოცნებამ" პარლამენტში პარტაქტივი მიიყვანა - რას გეგმავს მმართველი ძალა

15.06.23 13:01
"ოცნებამ" პარლამენტში პარტაქტივი მიიყვანა - რას გეგმავს მმართველი ძალა

"ოცნებამ" პარლამენტში პარტაქტივი მიიყვანა - ისინი სხდომათა დარბაზის აივანზე შეიყვანეს. "პირველებმა" რამდენიმე მათგანის იდენთიფიცირება მოახდინა. ეს ის ჯგუფია, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ სტუნდეტებს მაღლივ კორპუსში ფლაერების დარიგების დროს თავს დაესხა.

"ოცნების" მხარდამჭერთა ჯგუფი, პარლამენტში ცენტრალურ აივანზე განათავსეს, ზუსტად იქ საიდანც გუშინ "ქართული ოცნების" წევრებს რუსული რუბლები გადააყარეს. 

"ქართული ოცნების" დეპუტატები პარტაქტივს ტაშით შეხვდნენ, შემდეგ კი მათ მოულოდნელად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

"პირველების" კითხვას, არიან თუ არა ისინი "ქართული ოცნების" პარტიული აქტივის წარმომადგენლები, ახალგაზრდები არ პასუხობენ.

გარდა პარტაქტივისა, პარლამენტში მყოფ სტუდენტებს შორის არიან ირაკლი კობახიძის სტუდენტებიც თსუ-დან.

ისინი არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტზე, როდესაც "ოცნების" თავმჯდომარეს თავზე რუბლები გადააყარეს.

 

მსგავსი სიახლეები