შაქარაშვილის თქმით, საღებავები და ქვები არ უსვრიათ - რას ამბობს ფაქტები (ფოტოები)
ვატო შაქარაშვილის თქმით, საღებავები და ქვები არ უსვრიათ - რას ამბობს მანქანის იმ ფოტოები ფოტოები, რომელიც "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრს ეკუთვნის.
ცოტა ხნის წინ, უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება ბორჯომში - პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" სემინარზე ქართული ოცნების მხარდამჭერთა ჯგუფი გამოჩნდა.
ბორჯომში მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის იმყოფება ხელისუფლებასთან დაკავშირებული ვატო შაქარიშვილი, სასტუმროს ქვები და საღებავები ესროლეს.
"ბოზებო, გამოდით გარეთ, დაგველაპარაკეთ " - ასეთ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ აგრესიულად განწყობილი პირები სასტუმროში მყოფებს, რომელთა შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც, მათ შორის არასრულწლოვნები, ქალები და ბავშვები იმყოფებიან.