პოლიტიკური მართლმსაჯულება აღასრულეთ - მაია კოპალეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს

19.06.23 18:48
პოლიტიკური მართლმსაჯულება აღასრულეთ - მაია კოპალეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს

"საპროცესო პროცედურებით მანიპულირებთ! ნიკა გვარამიას საქმეზე დაუშვებლობის განჩინება გამოიტანეთ, რადგან შეგეშინდათ გადაწყვეტილების გამოტანა და მისი დასაბუთება!" - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე აკრიტიკებს.

მაია კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება უზენაესი სასამართლოს გადააწყვეტილებას, რომელმაც მთავარი არხის გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა და დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო. 

საკონსიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის შეფასებით, მოსამართლეებმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლო თქვენგან არაფერი მიკვირს! საპროცესო პროცედურებით მანიპულირებთ! ნიკა გვარამიას საქმეზე დაუშვებლობის განჩინება გამოიტანეთ, რადგან შეგეშინდათ გადაწყვეტილების გამოტანა და მისი დასაბუთება! სად გაქვთ სათანადო გამბედაობა!  პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც თქვენ აღასრულეთ, ნათლად მიუთითებს როგორ საფრთხეს წარმოადგენთ ქვეყნის ევროპული განვითარების ინტერესებისთვის! კარგად გამოჩნდა რომ  ნიკა გვარამიას საქმის მოსამარლეებს (არ ვიცი მათი გვარები, იმედია, გავიგებთ) არ ადარდებთ არც ადამიანის უფლებები და არც საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი! ისტორია იმახსოვრებს ყველა ასეთ მოსამართლეს!
Nika Gvaramia ნიკა, მხნეობას  გისურვებ!“ - წერს მაია კოპალეიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები