ეს არის იმ სიბნელის ტირაჟირება, რომლის სათავეშიც დგას უვიცი ავტოკრატი ბიძინა ივანიშვილის სახით - სამადაშვილი

20.06.23 15:29
ეს არის იმ სიბნელის ტირაჟირება, რომლის სათავეშიც დგას უვიცი ავტოკრატი ბიძინა ივანიშვილის სახით - სამადაშვილი

„ეს არის იმ სიბნელის ტირაჟირება, რომლის სათავეშიც დგას უვიცი ავტოკრატი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას,“ - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალადობის ფაქტებს. 

პროფესორ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმა დეპუტატისთვის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი აზრის დევნის პირდაპირი მტკიცებულებაა .

უვიც ავტოკრატებს ეშინიათ საშინლად ცოდნის, ეშინიათ განათლების, ეშინიათ ინფორმაციის და სწორედ ამიტომ ჩვენ ვხედავთ ორგანიზებულ თავდასხმას არა მხოლოდ ლევან ბერძენიშვილზე, არამედ ის პროცესები, რაც მიდის კონიცენტრის და ზოგადად, შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ ამოქოლოს ქვეყანაში ყველანაირი თავისუფალი სივრცე, მათ შორის ინტელექტუალური,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ორგანიზებული ძალადობების სერიით, საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებსაც უგზავნის გზავნილს და პირდაპირ ეუბნება უარს სტატუსზე.

ეს ყველაფერი მათ შორის მიზნად ისახავს იმას, რომ დაარწმუნოს ჩვენი დასავლელი მოკავშირეები, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ ქვეყნისთვისიქნება სახიფათო, იმიტომ, რომ წაახალისებს, სწორედ ამ მოძალადე ავტოკრატიულ ხელისუფლებას და გააკეთონ ყველაფერი, რომ ჩაშალონ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ლევან ბერძენიშვილს თავს დილით, ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტიდან გამოსვლის დროს დაესხნენ. თავდასხმა ავჭავაძის გამზირზე ათობით სათვალთვალო  კამერის წინ მაშინ მოხდა.

თავდამსხმელი, რომელმაც ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა და აგინა,  35 წლამდე კაცია. "რესპუბლიკური პარტიის"  ყოფილ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ თავდასხმა წინასწარ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო.

მსგავსი სიახლეები