არის თუ არა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ელტონ ჯონის კონცერტი "ლგბტ პროპაგანდა"? - რას ამბობენ "ოცნებაში"

21.06.23 15:35
არის თუ არა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ელტონ ჯონის კონცერტი "ლგბტ პროპაგანდა"? - რას ამბობენ "ოცნებაში"

არის თუ არა ლგბტ პროპაგანდის ნაწილი ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ბლექ სი არენაზე" გაიმართა - მმართველი გუნდი კონცერტის გამართვაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, ელტონ ჯონის ჩამოყვანაში ლგბტ პროპაგანდა არაფერ შუაშია.

რატომ უნდა იყოს პროპაგანდა, როცა ადამიანი არის მომღერალი, ჩამოდის და აქვს კონცერტი. რა შუაშია აქ პროპაგანდა". -ამბობს რატი ბრეგაძე.

ეს მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი ბოლო დღეებია აქტიურად აპელირებს მაკდონალდსის შესახებ, სადაც ბავშვებს ჰეფი მილთან ერთად ელტონ ჯონის ბროშურები დაურიგეს მომღერლის ცხოვრების შესახებ.

"ოცნებამ" მაკდონალდსის კამპანია დაგმო.

"არ ვიცი ამ მაკდონალდსის წიგნების შინაარსი, არ მინახავს" - ამბობს ბრეგაძე.

"ქართული ოცნების" "პროპაგანდას" "მაკდონალდსის" წინააღმდეგ პრემიერიც შეუერთდა. ირაკლი ღარიბაშვილი კვლად იმეორებს, რომ ლგბტ პროპაგანდა ამორალურია.

 ამასთან, პრემიერი ამტკიცებს, რომ საზოგადოებას სწორი რეაქცია ჰქონდა. 

 

მსგავსი სიახლეები