ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული ნატო და როსტომ ჩხეიძეები პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

22.06.23 17:52
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული ნატო და როსტომ ჩხეიძეები პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშიდან" სკანდალურად წასული დეპუტატები - ნატო და როსტომ ჩხეიძეები პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან.

დეპუტატების მიერ ინიცირებულ ახალ ჯგუფს - თავისუფლება ერქმევა. პოლიტიკური ჯგუფი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე ხვალ დარეგისტრირდება.

როსტომ და ნატო ჩხეიძეების წასვლამ კითხვის ნიშნები გააჩინა - დეპუტატებმა ფაქცია ნაციონალური მოძრაობა მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს, თანაფრაქციელებთან შეთანხმების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს. სწორედ ამ სკანდალის შემდეგ დატოვა დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა ფრაქცია.

 

მსგავსი სიახლეები