ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული - ოლივერ ვარჰეი
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული - "პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაცია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ოფიციალურად დაადასტურა.
საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება ვარჰეიმ ზეპირი ანგარიშის წარდგენისას პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რაც შეეხება საქართველოს, რომლის შემთხვევაშიც 12 პრიოროტეტი განისაზღვრა ივნისში, წარმოდგენილ მოსაზრებაში ჩვენ ვხედავთ, რომ 3 მათგანი არის შესრულებული. პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობოს წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება და მესამე არის სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით“, - განაცხადა ვარჰეიმ.