კულტურის მინისტრის რეპრესიები - თეა წულუკიანი კინემატოგრაფისტებს შერჩევით ხვდება

23.06.23 16:47
კულტურის მინისტრის რეპრესიები - თეა წულუკიანი კინემატოგრაფისტებს შერჩევით ხვდება

კულტურის მინისტრის რეპრესიები - თეა წულუკიანი კინემატოგრაფისტებს შერჩევით ხვდება. კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ის დღეს შეხვდება კინო სფეროს 50-მდე წარმომადგენელს, თუმცა, მათ შორის არ იქნებიან ის პირები, რომლებიც მეორე კვირაა, წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ და სთხოვენ მინისტრს შეწყვიტოს უსამართლო წმენდა კინოცენტრში.

"პირველების" ინფორმაციით, წულუკიანთან შეხვედრაზე მხოლოდ 2 ისეთი რეჟისორი მოხვდა, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილე კინემატოგრაფების პოზიციებს იზიარებენ.

წულუკიანის შერჩევით პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას კინოცენტრის ის თანამშრომლები ავრცელებენ, რომლებიც ამ წუთებში კულტურის სამინისტროსთან აქციას მართავენ და თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

ჩვენი ინფორმაციით, დღეს მინისტრთან შეხვედრა დაგეგმილია კინოს სფეროს 50-მდე წარმომადგენელთან. თუმცა ეს შეხვედრა დაიგეგმა გაუმჭვირვალედ და ჩვენ ამის შესახებ უშუალოდ სამინისტროსგან ოფიციალური ცნობა არ მიგვიღია. Მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა კინოს სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა სწორედ ჩვენი პროტესტის შემდეგ გადაწყვიტა", - ამბობენ კინემატოგრაფისტები.

კინოცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც მეორე კვირაა, წულუკიანის რეპრესიებს აპროტესტებენ, კულტურის სამინისტროსთან პრესკონფერენცია გამართეს და საგანგებო მიმართვა წაიკითხეს. ამბობენ, რომ ნათქვამი, პროტესტის პარალელურად ისინი მზად არიან კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის და ამ მიზნით მათ გუშინ ოფიციალური წერილი შეიტანეს კულტურის სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით. 

მსგავსი სიახლეები