დაიძინეთ, ნაცებო, სათქვენო დილა მაინც არ გათენდება - ლაშა ნაცვლიშვილი

24.06.23 03:35
დაიძინეთ, ნაცებო, სათქვენო დილა მაინც არ გათენდება - ლაშა ნაცვლიშვილი

ქართული ოცნების პროპაგანდისტი,  POSTV-ის დამფუძნებელი, ლაშა ნაცვლიშვილი Facebook-ზე რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე წერს: 

პრიგოჟინი - ჩვეულებრივი გოგაშვილია, ოღონდ ევრაზიულ მასშტაბში. დაიძინეთ რა, ნაცებო, სათქვენო დილა მაინც არ გათენდება"- დაწერა ნაცვლიშვილმა.

კრემლი პანიკამ მოიცვა - მოსკოვში ე.წ. ციხე-სიმაგრის გეგმა გამოცხადდა.  ქალაქში აქტიური მობილიზებაა. მედია ჯავშანტექნიკის ფოტოებსა აქვეყნებს.

"ვაგნერის" დაჯგუფების მეთაური, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს.

რუსეთში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა

მსგავსი სიახლეები